წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს თქვენსა და შპს „მედიატორი“ (შემდგომში „კომპანია“, „K Group“ ან kgroup.ge ) შორის დადებულ სავალდებულო ძალის მქონე შეთანხმებას და არეგულირებს თქვენ მიერ kgroup.ge-ს ვებსაიტის გამოყენებას.
K Group თქვენგან ან მესამე პირებისგან მოპოვებულ ინფორმაციას იყენებს და ამუშავებს განსაზღვრული კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად.
kgroup.ge-ს გამოყენების წესებსა და პირობებზე დათანხმებით თქვენ, ასევე, ეთანხმებით კომპანიის კონფიდენციალურობის პოლიტიკასა და ნივთის დაბრუნების პირობებს.
გთხოვთ, ვებსაიტის გამოყენებამდე გაეცნოთ გამოყენების წინამდებარე წესებს.
შპს „მედიატორი“ ს/ნ 401992778 (შემდგომში „კომპანია“) საქმიანობას ახორციელებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, კერძოდ, კომპანია ამზადებს ნებისმიერი სირთულის რკინის-ლითონის ნაკეთობებს საუკეთესო ხარისხით და ყველაზე დაბალ ფასად. ასევე, შპს მედიატორი ახორციელებს სხვადასხვა სახის მშენებლობასა და სარემონტო სამუშაოებს. მნიშვნელოვანია, რომ კომპანია ხარისხიანად და ჯეროვნად ახორციელებს ნაკისრ ვალდებულებებს, მუდმივად საქმის კურსში აყენებს დამკვეთს სამუშაოების მიმდინარეობის თაობაზე და ნებისმიერ ახალ წამოჭრილ საკითხსა თუ დაბრკოლებაზე აცნობებს დამკვეთს და საჭიროების შემთხვევაში იღებს მისგან წინასწარ თანხმობას განსახორცეილებელ ქმედებაზე.
რაც ყველზე მნიშვნელოვანია, შპს მედიატორის მიერ შესრულებული სამუშაოები სრულად შეესაბამება საქართველოში არსებულ სტანდარტებსა და ნორმებს.