“K GROUP” არის სამშენებლო და სარემონტო კომპანია, რომელსაც აქვს საკუთარი ლითონის ნაკეთობათა საწარმო. კომპანია ქართულ ბაზარზე 2004 წლიდან ახორციელებს თავის საქმიანობას.
“K GROUP”ერთადერთი კომპანიაა, რომელიც საქართველოს ნებისმიერ კუთხეში ეწევა მომსახურეობას. საწარმოს აქვს ფილიალი რუსთავში, მშვიდობის ქუჩა N5-ში. ოფისი მდებარეობს თბილისში, წერეთლის N116-ში.
კომპანია “K GROUP” აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით, მასში დასაქმებულები არიან სერთიფიცირებული და გამოცდილი სპეციალისტები.
“K GROUP”აშენებს და არემონტებს სახლებს, არემონტებს ბინებს, კომერციულ და საოფისე ფართებს. კომპანიამ კარგად იცის დროისა და ხარისხის ფასი. ააშენეთ სახლი ან აგარაკი ნებისმიერ ადგილას. კომპანია “K GROUP” – ის თანამშრომლები დაგეხმარებიან ზედმეტი დროისა და ძალისხმევის გარეშე იცხოვროთ თქვენთვის სასურველ გარემოში.
კომპანია, ასევე, მომხმარებელს სთავაზობს ლითონის ნაკეთობებს როგორიცაა: კარი, ჭიშკარი, საწოლი, მოაჯირი, ვიტრაჟი, კიბე, გისოსი, აივანი, ჭიშკარი, ფანჩატური, საქანელა, სკვერის სკამები, ბუხარი, მაყალი, ღობე, ავეჯი და სხვა.
“K GROUP”- ში მუდმივად კონტროლდება ხარისხი იმისთვის , რომ მომხმარებელმა მიიღოს მაღალი ხარისხის პროდუქცია საქართველოს ნებისმიერ ადგილას.