საწყობების და საწარმოო ფართების მშენებლობა
K GROUP აპროექტებს, ამზადებს და ამონტაჟებს ლითონის კონსტრუქციებს საწყობების, საწარმოო შენობების, ანგარებისა და სხვა კომერციული ფართებისთვის. ლითონის კონსტრუქციები მზადდება ჩვენს საკუთარ საწარმოში, რაც გვაძლევს ხარისხისა და ვადების სრულ კონტროლს.
რას გთავაზობთ
- ობიექტის შეფასება და ხარჯთაღრიცხვის მომზადება
- ლითონის კარკასის (სვეტები, ფერმები, რიგელები) დამზადება და მონტაჟი
- სახურავისა და კედლების მოპირკეთება სენდვიჩ-პანელებით ან პროფილირებული ფურცლით
- ჭიშკრების, კარების, კიბეებისა და მოაჯირების დამზადება და მონტაჟი
- ობიექტის ჩაბარება „გასაღებით“
ვმუშაობთ თბილისში, რუსთავში, ქუთაისში და საქართველოს სხვა რეგიონებში.
უფასო კონსულტაციისა და ფასის დასაზუსტებლად დაგვიკავშირდით: 599 806 807, info@kgroup.ge