პერსონალური ინფორმაციის გამოყენება

შეგროვებული ინფორმაცია გამოყენებულ იქნება საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში მომსახურების გასაწევად, მათ შორის:

  • თქვენთან დასაკავშირებლად
  • საკონტრაქტო პირობების შესასრულებლად
  • ჩვენი მარკეტინგული და სარეკლამო საქმიანობის გასაუმჯობესებლად
  • საიტის და სერვისების ტექნიკური ადმინისტრირების და მისი კვლევისა და განვითარების მიზნებისათვის
  • ჩვენი სერვისებისა და პროდუქტების შესახებ თქვენთვის ინფორმაციის მოსაწოდებლად
  • დავის გადასაწყვეტად, ჩვენ შორის დადებული ხელშეკრულების აღსასრულებლად და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობისთვის
  • წინამდებარე პოლიტიკით განსაზღვრული სხვა შემთხვევებისთვის

დამუშავების პროცედურები და უსაფრთხოების ღონისძიებები

პირადი მონაცემები მუშავდება ავტომატიზებული ან არაავტომატიზებული აღჭურვილობით. მისი დამუშავების ხანგრძლივობა განისაზღვრება მხოლოდ იმ დროით, რაც აუცილებელია იმ სამუშაოს შესასრულებლად, რისთვისაც ხდება აღნიშნული მონაცემების შეგროვება. უზრუნველყოფილია კონკრეტულ უსაფრთხოების ზომებთან შესაბამისობა იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული მონაცემთა დაკარგვა, უკანონო ან არასწორი გამოყენება და არაუფლებამოსილი დაშვება. ცალკეული მომსახურებებისთვის განკუთვნილ ვებგვერდის განყოფილებებში, სადაც აუცილებელია მოსარგებლე მომხმარებლის მიერ პირადი მონაცემების შეტანა, ხდება მონაცემთა დაშიფვრა უსაფრთხო მიერთების პროტოკოლად (Secure Sockets Layer– SSL) წოდებული უსაფრთხოების ტექნოლოგიის გამოყენებით. SSL ტექნოლოგია კოდებად გარდაქმნის ინფორმაციას მის ინტერნეტში გაგზავნამდე, მომხმარებლის კომპიუტერსა და ადმინისტრატორის ცენტრალურ სისტემებს შორის. შედეგად ეს ინფორმაცია გაუგებარი ხდება არაუფლებამოსილი პირებისთვის და ამ გზით ხდება გადაცემული ინფორმაციის ხელშეუხებლობის უზრუნველყოფა. SSL ტექნოლოგიის გამოყენებისთვის აუცილებელია, მომხმარებლის მიერ გამოყენებული ინტერნეტში სანავიგაციო პროგრამა (browser) იძლეოდეს მინიმუმ 128 ბიტის მოცულობის უსაფრთხოების გასაღებების “გაცვლის” შესაძლებლობას, რათა უზრუნველყოფილი იქნას უსაფრთხო დაკავშირება ზემოაღნიშნული წესით ადმინისტრატორის ცენტრალურ სისტემებთან.

მომხმარებლის პირადი მონაცემების შენახვის ვადა

  • თქვენ მიერ მოწოდებული პირადი ინფორმაცია შეინახება მომხმარებლის მიერ საკუთარი პროფილის გაუქმებამდე ან რამდენი ხანიც საჭიროა კანონმდებლობის ნორმების გათვალისწინებით.

პერსონალური ინფორმაციის გადაცემა მესამე პირებისათვის

  • შპს „მედიატორი“  იღებს ვალდებულებას, რომ  პატივი სცეს და არ დაუშვას ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მის მიერ მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დარღვევა/მესამე პირებისათვის გაცნობა/გასაჯაროვება დამკვეთთან შეთანხმების გარეშე.
  • კონფიდენციალურად ითვლება როგორც დამკვეთთან არსებული ხელშეკრულება, ასევე ყველა ის ინფორმაცია, რომლის გავრცელებასაც პირდაპირ თუ არა პირდაპირ შეუძლია ზიანი მიაყენოს დამკვეთის პრესტიჟს და რეპუტაციას.
  • თქვენი მონაცემები შეიძლება გამჟღავნებული იყოს პოლიციისთვის ან სასამართლო ხელისუფლებისთვის, კანონის შესაბამისად ან ასეთი ორგანიზაციების ოფიციალური მოთხოვნის შემთხვევაში

მომხმარებლის უფლებები

მომხმარებელს აქვს უფლება ნებისმიერ დროს მოითხოვოს:

  • გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ.
  • მოითხოვოს ინფორმაცია საკუთარი პერსონალური მონაცემების გასწორების, განახლების, დამატების, დაბლოკვის, წაშლის ან განადგურების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი ინფორმაციის მიწოდება შეუძლებელია მონაცემთა მიმღებების სიმრავლისა და არაპროპორციულად დიდი ხარჯების გამო. ამ უკანასკნელი გარემოების შესახებ უნდა ეცნობოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს

მარეგულირებელი კანონმდებლობა

  • პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობის პოლიტიკა რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, კერძოდ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით, რომელიც არეგულირებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გარანტირებულია, რომ პერსონალურ მონაცემთა დამუშავება მოხდება ინდივიდის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების შესაბამისად, ისევე როგორც მათი ღირსების დაცვით, კონფიდენციალურობასთან განსაკუთრებული მითითებით, იდენტურობის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლებით

დაკავშირება კონფიდენციალურობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით

ნებისმიერ მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა დაგვიკავშირდეს ელექტრონულ ფოსტაზე info@kgroup.ge ან ტელეფონის ნომერზე 599806807. მისამართი: წერეთლის გამზირი N166, თბილისი 0119, იმისათვის, რომ მოითხოვოს მისი პერსონალური მონაცემების დაცვა წინამდებარე პირობების შესაბამისად.

ბოლო ცვლილება განხორციელდა 2022 წლის 1 ივნისს