მნიშვნელოვანია, რომ შპს მედიატორისთვის თანხის გადახდა ხდება ეტაპობრივად, კერძოდ თავდაპირველად ირიცხება ავანსი, ხოლო სამუშაოების დასრულების შემდგომ ხორციელდება მომსახურების დარჩენილი ღირებულების გადახდა. იმ შემთხვევაში თუ კომპანია დაარღვევს პირობებს მან უნდა აუნაზღაუროს დამკვეთს დარღვევით მიყენებული ზიანი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
იმ შემთხვევაში, თუ მიწოდებული პროდუქტი აღმოჩნდება ნაკლის/ხარვეზის მქონე, მომხმარებელი უფლებამოსილია პროდუქტის მფლობელობაში მიღებიდან 14 დღის განმავლობაში მოითხოვოს პროდუქტის დაბრუნება თუ დასაბუთებული იქნება მომხმარებლის მართებულობა პროდუქტის ხარვეზთან/ნაკლთან დაკავშირებით.
თუ დასაბუთებული იქნება მომხმარებლის მართებულობა პროდუქტის ხარვეზთან/ნაკლთან დაკავშირებით, მომხმარებელს თანხა სრულად უბრუნდება ხარვეზის დადასტურებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის განმავლობაში.